Accessibility links

logo-print

მოსკოვი და პეტერბურგი ლიდერობენ რუსეთში რასისტული თავდასხმების მხრივ


მოსკოვში დაფუძნებული კვლევითი ცენტრის, „სოვას“ მონაცემებით, 2013 წელს მოსკოვი და პეტერბურგი ლიდერობდნენ რუსეთში ქსენოფობიისა და ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე მომხდარი თავდასხმების რაოდენობით. უფლებადამცველების ინფორმაციით, 2013 წელს რუსეთში ასეთმა თავდასხმებმა შეიწირა 20 ადამიანის სიცოცხლე, მათგან რვა კაცის - მოსკოვში, სამის კი სანქტ პეტერბურგში. დაშავდა 170-ზე მეტი ადამიანი. დაზარალებულების უმრავლესობა შუააზიელები და კავკასიელები არიან. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად იმატა დაზარალებულების რიცხვმა რელიგიურ ჯგუფებსა და ლგბტ თემში. მეორე მხრივ, იკლო ახალგაზრდული და მემარცხენე მოძრაობების წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობამ. „სოვას“ მონაცემებით, ეთნიკურად მოტივირებულმა ძალადობამ რუსეთში 2012 წელს 18 ადამიანი შეიწირა.
XS
SM
MD
LG