Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელმა ჟურნალისტმა მედიას მოუთხრო მასზე თავდასხმის შესახებ


უკრაინელ ჟურნალისტ ტატიანა ჩორნოვოლის აზრით, თავდამსხმელებს, რომლებმაც ის სასტიკად სცემეს 25 დეკემბერს, ის მკვდარი ეგონათ, როცა კიევში, გზის პირას დაგდებული დატოვეს. ჩორნოვოლმა უკრაინის ტელეარხ 1+1-თან ინტერვიუში თქვა, რომ წინააღმდეგობა არ გაუწევია თავდამსხმელებისათვის: „ვგრძნობდი, რომ ცხვირი უბრალოდ მეჭყლიტებოდა, ვგრძნობდი, როგორ იმტვრეოდა დარტყმებისაგან. ვერ ვხვდები, რატომ: ვიდექი, ხელები ჩამოშვებული მქონდა - ისინი კი მირტყამდნენ“. 34 წლის ჟურნალისტი ყვება, რომ კიევში მანქანით მიდიოდა, საჭესთან იჯდა, როცა გაჩერება აიძულეს და სასტიკად სცემეს უცნობმა მამაკაცებმა. მან ტვინის შერყევა მიიღო, ცხვირი გატეხელი აქვს. ჩორნოვოლი ოპოზიციურ ვებსაიტ „უკრაინსკა პრავდის“ თანამშრომელია - ცნობილი აქტივისტი, რომელიც არაერთხელ გამოვიდა სიტყვით ბოლოდროინდელ საპროტესტო აქციებზე. ჟურნალისტზე თავდასხმას სულ რამდენიმე საათით უსწრებდა წინ მთავრობის წევრების ქონებრივ მდგომარეობაზე მისი სტატიის გამოქვეყნება.
XS
SM
MD
LG