Accessibility links

logo-print

აშშ-ის სენატმა ჯანეტ იელენი დაამტკიცა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად


აშშ-ის სენატმა მოიწონა ბარაკ ობამას მიერ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტზე შეთავაზებული კანდიდატურა. ჯანეტ იელენს მხარი დაუჭირა 56-მა სენატორმა, 26 კი წინააღმდეგი იყო. 67 წლის იელენი პირველი ქალია, ვინც აშშ-ის ფედერალური რეზერვების სისტემას ჩაუდგება სათავეში. ჯანეტ იელენმა ამ პოსტზე ბენ ბერნანკე შეცვალა. იელენი ისეთივე „რბილი“ მონეტარული პოლიტიკის მომხრედ ითვლება, როგორსაც ბერნანკეს დროს ატარებდა ფედერალური რეზერვების სისტემა. ჯანეტ იელენი მაღალ თანამდებობებზე მუშაობს 1994 წლიდან, როცა ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველ საბჭოში აირჩიეს. 1997-1999 წლებში იელენი ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტ კლინტონის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობდა. 2004-2010 წლებში ის სან-ფრანცისკოს ფედერალური რეზერვების ბანკის ხელმძღვანელი იყო.
XS
SM
MD
LG