Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭში უსაფრთხოების საგანგებო ზომები ამოქმედდა


ქალაქ სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი თვით ადრე ამოქმედდა უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი. რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით იქმნება აკრძალული ზონა, სადაც სამსახურებრივი ან სხვა აუცილებლობის გარეშე მოქალაქეები ვერ შევლენ. მათი საზღვრები გადის ყარაჩაი ჩერქეზეთიდან საქართველოს აფხაზეთის მონაკვეთის საზღვრებამდე. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ სპეციალური სამსახურის ავტომანქანები და საგანგებო აკრედიტაციის მქონენი. ქალაქში ნებართვის გარეშე შესვლის მცდელობა ჯარიმდება სამი ათასი რუბლით. მობილიზებულია 30 ათასი პოლიციელი და სამხედრო, რომლებიც სამხედრო მანქანების მხარდაჭერით გააკონტროლებენ არეალს თამაშების დროს. ის მანქანები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ადგილზე, ქალაქში არ დაიშვებიან. კრემლის შიში უკავშირდება ახლახან ვოლგოგრადში მომხდარ სისხლიან აფეთქებებს და ასევე ჩეჩენი საველე მეთაურის, დოკუ უმაროვის მუქარას, რომ ჩაშლის ოლიმპიურ თამაშებს.
XS
SM
MD
LG