Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გააპროტესტეს ხელოვნური განაყოფიერების მიმართ პატრიარქის პოზიცია


ასოციაცია "მომავლის იმედის" წარმომადგენელმა თამარ ხაჭაპურიძემ თბილისში, „ალილოს“ მსვლელობისას გააპროტესტა ხელოვნური განაყოფიერების მიმართ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გამოთქმული უარყოფითი პოზიცია. მას თან ჰქონდა პლაკატი წარწერებით: "სინჯარაში ჩასახული ბავშვიც ბავშვია. ნუ წაართმევ უფლებას გახდეს მშობელი!"თამარ ხაჭაპურიძის შეფასებით, ეკლესიის მიერ ხელოვნური განაყოფიერების გზით მოვლენილი ბავშვების დისკრედიტაცია მიმართულია ერის გამრავლების და ოჯახის და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ. საშობაო ეპისტოლეში გამოთქმული პოზიციის გამო პატრიარქს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ მიმართა ღია წერილით, რომელშიც სთხოვა, არ დაუშვას ხელოვნური განაყოფიერებით ან სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვების ეკლესიიდან გარიყვა.
XS
SM
MD
LG