Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის დიდი მუფთი გადადგა სექს-სკანდალის გამო


ყირგიზეთის დიდი მუფთი, რახმატულა-ჰაჯი ეგემბერდიევი გადადგა სექსუალური შინაარსის მქონე ვიდეოსთან დაკავშირებული სკანდალის გამო. ეგემბერდიევმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ თვითონ მიმართა სასულიერო პირთა საბჭოს გადადგომის თხოვნით სამშაბათს. ეგემბერდიევის გადადგომა მოჰყვა ახალი წლის პერიოდში ინტერნეტით ვიდეოჩანაწერის გავრცელებას, რომელზეც მუფთის სექსი აქვს ახალგაზრდა ქალთან. ეგემბერდიევმა განმარტა ვიდოჩანაწერი და თქვა, რომ ქალი მისი ცოლია, რომელზეც ის დაქორწინდა ისლამური წესით. ამ წესს მაჰბმადიანები მიმართავენ ხოლმე დამატებითი ცოლების შერთვის მიზნით ყირგიზეთის მსგავს ქვეყნებში, სადაც მრავალცოლიანობა არ არის დაშვებული. ეგემბაევს მისი მოადგილე შეცვლის დიდი მუფთის თანამდებობაზე.
XS
SM
MD
LG