Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ბირთვულ მოლაპარაკებებს ხუთშაბათს გააგრძელებს ჟენევაში


თეირანის თანახმად, ბირთული მოლაპარაკება ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან გაგრძელდება ხუთშაბათს და პარასკევს ჟენევაში. მოლაპარაკების მიზანი ადრე მიღწეული შეთანხმების განხორცილების გზების შემუშავებაა. ირანის სააგენტო ირნას ინფორმაციით, ჟენევის შეხვედრაში მონაწილეობენ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აბას არაყჩი და გერმანელი დიპლომატი, ჰელგა შმიდი, ევროკავშირის საგარეო-პოლიტკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის მოადგილე. ეშტონის ოფისი წარმოადგენს მსოვლიოს წამყვან ქვეყნებს, ეგრეთწოდებულ "ხუთს პლუს ერთს", რომელშიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები და გერმანია შედიან. მხარეები მოელიან, რომ იანვრის 20 რიცხვისთვის ნოემბერში შეთანხმებული დოკუმენტის განხორცილებას დაიწყებენ.
XS
SM
MD
LG