Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის არმიამ ფალუჯაზე შეტევა გადადო


ერაყის არმიამ გამოაცხადა, რომ ფართომასშტაბიან იერიშს ფალუჯაზე აღარ აპირებს, რათა თავიდან აიცილოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. არმია შეტევას აპირებდა ქალაქის ცენტრზე, სადაც ალ ყაიდის მოკავშირე ძალები არიან გამაგრებული. არმიის ცნობით, მან სარაკეტო ცეცხლი დაუშინა რამადის, სადაც 25 მtამბოხე დაიხოცა. ბრძოლა მიმდინარეობს ასევე ფალუჯის გარეუბანში. მეამბოხეებს ებრძვიან არმიის მებრძოლები და მაითთან ერთად სუნიტი ადგილობრივი მეომრები. პრემიერმა ნური ალ მალიკიმ მოუწოდა მოსახლეობას, განდევნონ მეამბოხეები მათი არეალიდან.
XS
SM
MD
LG