Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ზოგ რეგიონში კვლავაც უჩვეულო სიცივეა


შეერთებული შტატების აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებში კვლავაც უჩვეულო სიცივეა - ყველაზე დაბალი ტემპერატურა ბოლო თითქმის 20 წლის განმავლობაში, რის გამოც დახურულია სკოლები, შეზღუდულია ბიზნესსაქმიანობა და ტრანსპორტის მოძრაობა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, „პოლარული გრიგალი“ აღმოსავლეთისაკენ მიიწევს და შესაძლოა, სამხრეთის შტატებსაც შეეხოს, მათ შორის ჯორჯიას და ალაბამას. ჩიკაგოში -27გრადუსამდე დაცემული ტემპერატურის გამო საჭირო გახდა 2000-მდე ავიარეისის გაუქმება. მინესოტის შტატში ზოგ ადგილას -50 გრადუსი გაზომეს.
XS
SM
MD
LG