Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიიდან გაიტანეს ქიმიური იარაღის პირველი პარტია


ქიმიური იარაკის აკრძალვის ორგანიზაციის ცნობით, სირიიდან გაიტანეს ქიმიური იარაღის პირველი პარტია. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქიმიური მასალა ორი ობიექტიდან გადაზიდეს ლატაკიის ნავსადგურში, სადაც სამშაბათს აიტანეს დანიის კუთვნილ გემზე. ამის შემდეგ ხომალდმა საერთაშორისო წყლებს მიაშურა დანიის, ნორვეგიის და სირიის გემების ესკორტით. რუსეთის და შეერთებული შტატების შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, რომელსაც მხარს უჭერს გაეროს უშიშროების საბჭო, სირიიდან 2014 წლის შუა პერიოდამდე უნდა გაიტანონ მთელი ქიმიური არსენალი. მას ზღვაში, შეერთებული შტატების ხომალდზე გაანადგურებენ.
XS
SM
MD
LG