Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუჰამედ მურსის სასამართლო გადაიდო პირველ თებერვლამდე


სასამართლო პროცესი, რომელზეც ეგვიპტის გადაყენებული პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის საქმე უნდა განეხილათ, გადაიდო პირველ თებერვლამდე. იტყობინებიან მოსამართლის სიტყვებს, რომ უამინდობამ ხელი შეუშალა მურსის საპატიმროდან სასამართლოში მისულიყო. მურსის და მუსლიმთა საძმოს სხვა 14 წევრს ბრალად ედებათ 2012 წლის დეკემბერში ოპოზიციონერ დემონსტრანტების დახოცვისკენ წაქეზება. თუ დანაშაული დაუმტკიცეს, მათ სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა მოელით. დემოკრატიულად არჩეული მურსი ეგვიპტის არმიის მიერ თანამდებობას იქნა ჩამოშორებული შარშან ივლისში, რასაც მისი მმართველობის მოწინააღმდეგეთა მასობრივი გამოსვლები უძღოდა წინ. მისი გადაყენების შემდგომი დემონსტრაციების დროს ათობით პირი იქნა მოკლული ისლამისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებისას.
XS
SM
MD
LG