Accessibility links

პენტაგონის ყოფილი ხელმძღვანელი ობამას აკრიტიკებს ავღანეთში სტრატეგიის გამო


თავის ახალ წიგნში, აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რობერტ გეიტსი წერს, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას აკლდა ავღანეთში საკუთარი სტრატეგიის მიმართ რწმენა. წიგნი: „ვალდებულება: ომის მინისტრის მემუარები“, მომავალ კვირაში გამოვა, მაგრამ ფრაგმენტები მედიით გავრცელდა. გეიტსი წერს, რომ ობამა სკეპტიკური იყო, რომ თავისი ადმინისტრაციის სტრატეგია ავღანეთში წარმატებული იქნებოდა და არ სჯეროდა იმ სამხედროებისა, რომლებიც მას მოსაზრებებს აწვდიდნენ. ობამა, გეიტსის თანახმად, არ ენდობოდა გენერალ დევიდ პეტრეუსს, ავღანეთში ამერიკის ჯარების სარდალს 2010-2011 წლებში და ვერ იტანდა ავღანეთის პრეზიდენტს, ჰამიდ კარზაის.
XS
SM
MD
LG