Accessibility links

თალიბანი უარყოფს პატარა გოგონას „თვითმკვლელური თავდასხმის“ საქმესთან კავშირს


თალიბანის წარმომადგენელმა უარყო ამ გაერთიანების ყოველგვარი კავშირი საქმესთან, როცა პატარა გოგონა, მისი თქმით, ძმამ აიძულა ჩაეცვა თვითმკვლელი თავდამხმელის ჟილეტი და მოთხოვა, მოეწყო ავღანეთის პოლიციაზე თავდასხმა. თალიბანის წარმომადგენელმა, ყარი იუსეჰ აჰმადიმ დაგმო ეს ამბავი, როგორც ავღანეთის მთავრობის „პროპაგანდა“. მისი თქმით, თალიბანის კოდექსის თანახმად, თვითმკვლელი თავდამხმელი შეიძლება იყოს მხოლოდ ზრდასრული კაცი, რომელიც ნებაყოფლობით აწყობს თავდასხმას. გოგონა, რომელიც ათი წლისა უნდა იყოს, პოლიციამ დააკავა ჰელმანდში ორშაბათს. მან გამომძიებლებს უთხრა, რომ არ ისურვა თავდასხმის გაენხორციელება. პოლიციამ გოგონას ძმას დაეძებს. პრეზიდენტმა კარზაიმ განაცხადა, რომ ბავშვების გამოყენება თავდასხმისთვის არაისლამურია და ავღანეთის კულტურას ეწინააღმდეგება.
XS
SM
MD
LG