Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ ბრიტანეთში ავიაკატასტროფისას აშშ-ის ოთხი სამხედრო დაიღუპა


აშშ-ის ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა აშშ-ის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, რომელმაც კატასტროფა განიცადა დიდი ბრიტანეთის აღმოსავლეთ ნაწილში. ავიაკატასტროფა სამშაბათს მოხდა ქალაქ კლეიტ ნექსტ ზი სიტიში, ნორფოლკის საგრაფოში. ვერტმფრენი HH-60G Pave Hawk სასწავლო ფრენას ახორციელებდა. აღნიშნული ვერტმფრენი ცნობილი ვერტმფრენის, Black Hawk-ის მოდიფიცირებული ვერსიაა. როგორც ბრიტანეთის გაზეთი „გარდიანი“ იუწყება, ვერტმფრენი აფრინდა სამხედრო-საჰაერო ბაზა ლეინეჰეტიდან, სადაც განთავსებულია აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების 48-ე საავიაციო პოლკი. ეს არის ერთ-ერთი საკვანძო ამერიკული სამხედრო ფორმირება ევროპაში. ავიაკატასტროფის მიზეზებზე ამ დრომდე ინფორმაცია არ ვრცელდება.
XS
SM
MD
LG