Accessibility links

logo-print

ინდოეთში მატარებელში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა


სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა ინდოეთის შტატ მაჰარაშტრაში, სამგზავრო მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ცეცხლი მატარებლის სამ ვაგონს გაუჩნდა. როგორც ინდოეთის სარკინიგზო სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, დაღუპულები, რომლებსაც კუპეებში ეძინათ, სავარაუდოდ, ხანძრისგან წარმოქმნილი კვამლით გაიგუდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მუშაობენ მაშველები და გამომძიებლები. 28 დეკემბერს, ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მატარებელში გაჩენილ კიდევ ერთ ხანძარს 26 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი.
XS
SM
MD
LG