Accessibility links

logo-print

მსოფლიოში მწეველთა რიცხვი ერთ მილიარდამდე გაიზარდა


ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ინფორმაციით, მსოფლიოში მწეველთა რიცხვი ერთ მილიარდამდე გაიზარდა. მკვლევრები აცხადებენ, რომ რეალურად მწეველთა რიცხვი შემცირდა. ხოლო მწეველთა მზარდი რაოდენობა სინამდვილეში დაკავშირებულია პლანეტის მოსახლეობის აქტიურ ზრდასთან, რომელიც უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში გაორმაგდა. მთელ რიგ ქვეყნებში, მაგალითად, ისეთებში, როგორიცაა ინდონეზია და რუსეთი, ყოველდღიურად ეწევა მამაკაცების ნახევარზე მეტი. მეცნიერები აცხადებენ, რომ კვლავაც ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, რომ მსოფლიოში შემცირდეს მწეველთა რიცხვი.
XS
SM
MD
LG