Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიანი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს ბაქო სომხეთს


აზერბაიჯანმა ბრალად დასდო სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა სეპარატისტულ რეგიონ მთიან ყარაბაღში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს განცხადება გაავრცელა, რომელშიც სომხეთს ბრალად დასდო, რომ სომხეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის პოზიციებს აგდამში, ფიზულიში და ჰოჯავენდში. ამ რაიონებს ნაწილობრივ აკონტროლებენ სომხეთის ჯარები. ინციდენტებში არავინ დაშავებულა. ბაქოს განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ არც სომხეთის და არც მთიაანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG