Accessibility links

logo-print

თურქეთის მთავრობამ დაითხოვა პოლიციის უფროსები 16 პროვინციაში


კორუპციის სკანდალის გამო 16 პროვინციაში დაითხოვა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის უფროსები. განკარგულებაში მოიხსენიებიან არაერთი დიდი პროვინციის და ქალაქის, მათ შორის ანკარის, იზმირის, ანტალიის და დიარბაქირის პოლიციის უფროსები. ეს რეგიონები თურქთის ეკონომიკურად უმნივნელოვანეს არეალებს განეკუთვნება. გაათავისუფლეს ასევე ეროვნული უსაფრთხოების უწყების ხელმძღვანელის მოადგილე. სამშაბათს მთავრობამ დაითხოვა 350 პოლიციელი. გამოძიება მექრთამეობის ბრალდების გამო დაიწყო 17 დეკემბერს. ამას წინ უძღოდა თურქეთის მთავრობაში კორუპციის გამო პოლიტიკური დაძაბულობა. რასაც ახლდა ზოგიერთი მინისტრის გადადგომა. თურქეთის პრემიერი, რეჯეფ თაიფ ერდოანი, გამოძიებას უწოდებდა მთავრობის ჩამოგდების მიზნით წამოწყებულ ჭუჭყიან შეთქმულებას.
XS
SM
MD
LG