Accessibility links

logo-print

სერგეენკოს თქმით, ვინც რეკომენდაციები მიაწოდა პატრიარქს, უფრო ღრმად უნდა ჩაეხედა საკითხში


ექსპერტები, რომლებმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს სუროგაციის შესახებ რეკომენდაციები მიაწოდეს, ალბათ ვალდებულნი იყვნენ, უფრო ღრმად ჩაეხედათ საკითხში და ასეთი ფაქიზი თემის უფრო ყოვლისმომცველი ანალიზი გაეკეთებინათ - განაცხადა დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მისი შეფასებით, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო აბორტის თემა, რასაც საზოგადოების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. რაც შეეხება სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების საკითხებს, მინისტრის განცხადებით, საზოგადოების ნაწილის რეაქცია ერთგვარად მარგინალურია, თანაც იმ ჯგუფისგან, რომელიც საქმის სპეციფიკაში ჩახედული არ არის.
XS
SM
MD
LG