Accessibility links

logo-print

საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გამოთქმული მოსაზრების გამო


საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგაციის შესახებ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გამოთქმული მოსაზრების გამო. „ზოგიერთმა ჩათვალა, რომ თითქოს ეკლესია ასეთი მეთოდით დაბადებულ ბავშვებს უპირისპირდება, რაც სრული აბსურდია. პირიქით, ამ პატარებს ეკლესიისგან მეტი სითბო, სიყვარული და დალოცვა სჭირდებათ და ამიტომაც არის, რომ ასეთი ბავშვები პატრიარქის ნათლულებიც არიან და ამაში გასაკვირი არაფერია“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ამ მეთოდს ყველა ტრადიციული რელიგია ეწინააღმდეგება, ცოდვად მიიჩნევს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც და სასულიერო პირებიც ვალდებულნი არიან, გააფრთხილონ მრევლი და საზოგადოება. „ეკლესია პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის თავისუფალ არჩევანს, მაგრამ სადაც თვლის, რომ არასწორ ქმედებას აქვს ადგილი, უთითებს. ეს ეკლესიის მოვალეობაა", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
XS
SM
MD
LG