Accessibility links

logo-print

რვა ადამიანი დაიღუპა უკრაინაში სამკაულების ქარხანაში ხანძარის შედეგად


უკრაინის ქალაქ ხარკოვში სამკაულის ქარხანაში გაჩენილ ხანძარს რვა ადამიანი ემსხვერპლა. სამაშველო სამსახურმა შეძლო შენობიდან 22 ადამიანის უვნებლად გაყვანა. ცეცხლი ეკიდა 250 კვადრატული მეტრის ფართობს, შენობის მეოთხე და მეხუთე სართულებზე. ერთი კაცი დაიღუპა ფანჯრიდან გადმოხტომის შედეგად, როცა ის ხანძრისგან თავის გადარჩენას შეეცადა. ხანძრის მიზეზებს იძიებენ.
XS
SM
MD
LG