Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილმის გადაღების დროს მომხდარ აფეთქებას თეირანთან ხუთი ადამიანი შეეწირა


სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებას, რომელიც ოთხშაბათს მოხდა თეირანთან, ფილმის გადაღების დროს. ომის შესახებ ფილმს იღებდა ირანელი კინორეჟისორი მასუდ დეჰნამაქი. რეჟისორმა სააგენტო ირნას უთხრა, რომ ფილმის გადაღებისთვის საჭირო ასაფეთქებელი მასალა აფეთქდა მანქანიდან მისი გადმოტვირთვის დროს. დახოცილთა შორის არიან სპეციალური ეფექტების რეჟისორი, ასევე ფილმის საწარმოო განყოფილების წევრები. დეჰნამაქი ავტორია სადავო ფილმისა „განდევნილები“, რომელიც ირანში რეკორდული რაოდენობის მაყურებელმა ინახა.
XS
SM
MD
LG