Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსტრემისტები ტოვებენ ერაყის ორ ქალაქს


ერაყში აღარ არის მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი ოპერაციის დაწყება დასავლეთში მდებარე ანბარის პროვინციის ორი ქალაქის, ფალუჯის და რამადის დასაპყრობად. ამ ქალაქებში გასულ კვირაში შეიჭრნენ ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტები. ჩვენი რადიოს ერაყული სამსახურის ცნობით, ექსტრემისტები ტოვებენ ფალუჯას და უდაბნოსკენ მიემართებიან. მათ უკან დაიხიეს მას შემდეგ, რაც ერაყის მთავრობის ჯარებმა დაიკავეს პოზიციები ფალუჯის გარშემო, ფართომასშტაბიანი ოპერაციის დასაწყებად. ბოლო დღეებში ფალუჯიდან გაიქცა ათიათასობით სამოქალაქო პირი. პრემიერ-მინისტრი ნურ ალ-მალიკი ადგილობრივ სუნიტ მებრძოლებს მოუწოდებდა ექსტრემისტების განდევნისაკენ. რაც შეეხება ქალაქ რამადის - ცნობების თანახმად, მას უკვე მთლიანად აკონტროლებენ უშიშროების ძალები, ექსტრემისტების გასვლის შემდეგ. ოთხშაბათს ამ ქალაქში ისევ გაიხსნა ბანკები, მაღაზიები და ბაზრები.
XS
SM
MD
LG