Accessibility links

ევროკომისია შეშფოთებას გამოთქვამს თურქეთის გამო


ევროკომისია შეშფოთებას გამოთქვამს თურქეთში ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და ანკარას მოუწოდებს კორუფციის ბრალდებების გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად გამოძიებისაკენ. ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ევროკომისია მოუწოდებს თურქეთს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია, მიმართოს ყველა აუცილებელ ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ დისკრიმინაციის და ვინმესთვის უპირატესობის მინიჭების გარეშე გამოიძიონ ბრალდებები კანონდარღვევების შესახებ. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ წუხელ 15 პროვინციის პოლიციის უფროსები მოხსნა მას შემდეგ, რაც ანკარაში დაითხოვეს 350 პოლიციელი კორუფციის სკანდალის გარშემო მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. საქმეში გახვეული არიან მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე ყოფილი წევრის შვილები და ერთ-ერთი ბანკის უფროსი. პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი გამოძიებებს მიიჩნევს „ბინძურ“ შეთქმულებად მისი მთავრობის დასამხობად.
XS
SM
MD
LG