Accessibility links

logo-print

საბერძნეთი შეუდგა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობას


ოთხშაბათს საბერძნეთი ოფიციალურად შეუდგა ევროკავშირს მორიგე თავმჯდომარეობას, რომელიც ნახევარი წელი გასტანს. საზეიმო ცერემონიასთან დაკავშირებით, ათენში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დამონსტრანტების წინააღმდეგ. ოფიციალური ინფორმაციით, 200-მდე კაცმა სცადა აქციებისათვის აკრძალულ ზონაში შეჭრა. დემონსტრანტები მოითხოვენ შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფას მას შემდეგ, რაც, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარედ ათენის ინაუგურაციის ცერემონიასთან დაკავშირებით, აიკრძალა ქალაქის ცენტრში აქციების ჩატარება.
XS
SM
MD
LG