Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში განახლდება ირანსა და ექვსეულს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები


ირანისა და მსოფლიოს ექვსეულის წარმომადგენლები დღეს განაახლებენ ტექნიკურ მოლაპარაკებებს ირანთან ნოემბერში მიღწეული შეთანხმების განხორციელებაზე. მოლაპარაკებების წინა დღეს ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა - საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა გამოთქვა იმედი, რომ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მოგვარდება. თუმცა, როიტერზი ინკოგნიტო დიპლომატებზე დაყრდნობით, ავრცელებს ცნობას, რომ დღევანდელ მოლაპარაკებებზე ახალი ბარიერები გაჩნდება. სააგენტოს ინფორმაციით, ირანის გეგმები - უფრო თანამედროვე ცენტრიფუგები შექმნას, დასავლეთის შეშფოთებას იწვევს.
XS
SM
MD
LG