Accessibility links

რუსეთმა დაბლოკა სირიის შესახებ გაეროს კრიტიკული განცხადება


რუსეთმა დაბლოკა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიმართ კრიტიკული განცხადება, რომელიც ბრიტანეთმა წარმოადგინა გაეროს უშიშროების საბჭოში. განცხადებაში გამოთქმულია აღშფოთება ქალაქ ალეპოში სირიის მთავრობის საჰაერო იერიშების გამო. ლონდონის ინფორმაციით, 15 დეკემბრის შემდეგ ალეპოში 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 3000-მდე კაცი დაიჭრა. რუსეთი სირიის მმართველი რეჟიმის აქტიური მომხრეა და 19 დეკემბერს უკვე დაბლოკა მსგავსი განცხადება, რომელშიც დაგმობილი იყო სამოქალაქო პირებისადმი სირიის მთავრობის ჯარისკაცების ძალადობა. მანამდე რუსეთმა, ჩინეთთან ერთად, ვეტო გამოიყენა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამგმობი სამი რეზოლუციის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG