Accessibility links

logo-print

ირანის ლიდერი: ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება ცხადყოფს აშშ-ის „მტრულ განწყობას“


ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შეფასებით, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება ცხადყოფს შეერთებული შტატების „მტრულ განწყობას“ ისლამური რესპუბლიკის მიმართ. ხამენეის ეს შეფასება ხუთშაბათს გაავრცელა ირანის საინფორმაციო სააგენტომ - სულ რამდენიმე საათით ადრე ირანის ბირთვულ პროგრამაზე ჟენევის მოლაპარაკების განახლებამდე. მოლაპარაკებაში ირანთან ერთად მონაწილეობს მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა, აშშ-ის ჩათვლით. როგორც იუწყებიან, ხამენეიმ ირანში ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბირთვული მოლაპარაკება ცხადყოფს „ამერიკის მტრულ დამოკიდებულებას ირანის, ირანელების, ისლამისა და მუსლიმების მიმართ“. მანვე აშშ „სატანად“ მოიხსენია. ჟენევის მოლაპარაკების მორიგი ტურის დროს იმსჯელებენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ნოემბერში მიღწეული შეთანხმების განხორციელების საკითხებზე. ამ შეთანხმებით, ირანმა ივალდებულა ბირთვულ პროგრამის ნაწილობრივ შეკვეცა, მის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG