Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტავროპოლის მხარეში უშიშროების ზომები გაამკაცრეს ექვსი გვამის აღმოჩენის შემდეგ


რუსეთში, სამხრეთში მდებარე სტავროპოლის მხარეში უშიშროების ზომები გაამკაცრეს ავტომანქანებში ექვსი გვამის აღმოჩენის შემდეგ. ექვსივეს აღენიშნება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. ორ ავტომანქანასთან ასაფეთქებელი მოწყობილობები იპოვეს. სტავროპოლის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმირ ვლადიმიროვმა, დღეს რუსეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რეგიონში ამოქმედებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. „იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ და არ დავუშვათ (ასეთი ინციდენტების) გამეორება, სტავროპოლის მხარის ორ რაიონში - პრედგორნისა და კიროვსკის რაიონებში - ამოქმედდა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. ხდება სამართალამდცავი ორგანოების დაჯგუფების გაძლიერება ამ ორი რაიონის ტერიტორიებზე და ხორციელდება ზომები დამნაშავეთა ლიკვიდაციის, ან დაკავების მიზნით“, განაცხადა სტავროპოლის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა. სტავროპოლის მხარე ესაზღვრება ჩრდილოეთ კავკასიას, სადაც ისლამისტი ექსტრემისტები იმუქრებიან სოჭის ოლიმპიური თამაშების ჩაშლით. ოლიმპიური ტურნირი 7 თებერვალს იწყება.
XS
SM
MD
LG