Accessibility links

logo-print

სასამართლომ 100-100-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა საპატრიარქოსთან დაკავებულ სამ პირს


პოლიციის მიერ საპატრიარქოსთან დაკავებულ სამ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100-100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, ერთს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ისინი სამართალდამცავებმა 8 იანვარს დააკავეს ფიზიკური დაპირისპირებისთვის საქართველოს საპატრიარქოსთან, სადაც აქციებს მართავდნენ ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგაციისადმი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გამოთქმული უარყოფითი დამოკიდებულების მოწინააღმდეგეები და მხარდამჭერები. პოლიციის მიერ დაკავებული ოთხი პირი, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის მხარდამჭერები არიან, უარყოფდნენ, რომ პარალელური აქციის მონაწილეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავის მხრივ, სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ეპისტოლეში გამოთქმულ მოსაზრებას აპროტესტებდნენ, აცხადებენ, რომ მათ ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას არაადეკვატურად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG