Accessibility links

logo-print

დენის როდმენმა ბოდიში მოიხადა ამერიკელ პატიმარზე გაკეთებული განცხადებისთვის


წარსულში ცნობილმა ამერიკელმა კალათბურთელმა, დენის როდმენმა ბოდიში მოიხადა ჩრდილოეთ კორეაში პატიმრობაში მყოფი ამერიკელი მისიონერის, კენეტ ბეის შესახებ გაკეთებული განცხადებისათვის. როგორც როდმენი ამბობს, ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, როცა ტელეარხ CNN-თან საუბარში თქვა - კენეტ ბეი თვითონვეა დამნაშავე, რომ ჩრდილოეთ კორეის ციხეში აღმოჩნდაო. კენეტ ბეის ჩრდილოეთ კორეაში შარშან მიუსაჯეს 15 წელი იძულებითი შრომის ბანაკში, „ძირგამომთხრელ საქმაინობაში“ ბრალდებით. ოთხშაბათს როდმენმა მონაწილეობა მიიღო საკალათბურთო მატჩში, რომელიც გაიმართა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დაბადების დღესთან დაკავშირებით. მატჩამდე მან კიმ ჩენ ინს უწოდა „დიადი ლიდერი“, რომელიც ზრუნავს საკუთარ ხალხზე. უფლებადამცველები როდმენს აკრიტიკებენ ფხნიანში ვიზიტისათვის, ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე ვითარების გამო.
XS
SM
MD
LG