Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს მონაცემებით, 2013 წელს საქართველოში 25,7%-ით იკლო დანაშაულმა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2013 წელს 25,7%-ით იკლო დანაშაულმა. სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც შსს-ს ვებსაიტზე გამოქვეყნდა, კრიმინოგენულ მდგომარეობას ასახავს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე რეგიონების მიხედვით. შსს-ს ინფორმაციით, 2013 წელს, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, დაფიქსირდა დანაშაულის 10036 ერთეულით კლება, რაც 25,7%-ს შეადგენს. ამავე დროს იმატა გახსნის მაჩვენებელმა - კერძოდ, 40,9%-ით. შედეგად, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 2013 წელს 59,9%-ს მიაღწია.
XS
SM
MD
LG