Accessibility links

ერაყში აფეთქებამ 20-ზე მეტი ახალწვეული შეიწირა


ერაყში ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ, სულ ცოტა, 23 ახალწვეული დაიღუპა ბაღდადში, წვევამდელთა გამანაწილებელ სამხედრო ცენტრთან აფეთქების შედეგად, ცნობების თანახმად, აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო. დაიჭრა 30-მდე ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ ამ ტიპის აფეთქებებს ხშირად აწყობს ერაყში მოქმედი ალ-ყაიდა. მისმა მებრძოლებმა გასულ კვირაში დაიპყრეს დასავლეთ ერაყში მდებარე ორი ქალაქის, ფალუჯისა და რამადის რაიონების ნაწილი. მას შემდეგ გრძელდება შეტაკებები ერაყის მთავრობის ჯარებთან, რომლებიც ექსტრემისტების განდევნას ცდილობენ.
XS
SM
MD
LG