Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიდელ კასტრო ბოლო ცხრა თვეში პირველად გამოჩნდა საჯაროდ


კუბის ყოფილი ლიდერი, ფიდელ კასტრო, ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, პირველად გამოჩნდა საჯაროდ, როცა ჰავანაში, ხელოვნების სტუდიის გახსნაზე მივიდა. კუბის ოფიციალურმა გაზეთებმა და ვებსაიტებმა გამოაქვეყნეს ფიდელ კასტროს სურათები, როცა ის ხელოვნების ნიმუშებს ათვალიერებს. ბოლოს ის აპრილში გამოჩნდა, როცა სკოლის გახსნას დაესწრო. კასტრო კუბის მმართველი იყო 1959-იდან 2008 წლამდე, როცა ავადმყოფობის გამო ლიდერობა თავის ძმას, რაულს გადააბარა. დეკემბერში მას კერძო შეხვედრა ჰქონდა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან.
XS
SM
MD
LG