Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა ტუნისის პრემიერ-მინისტრი


გადადგა ტუნისის პრემიერ-მინისტრი, რათა პოლიტიკურ ჩიხიდან ქვეყნის გამოსვლას და არეულობის დასრულებას შეუწყოს ხელი. ალი ლარაიედის გადადგომა (ის მანამდე ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს მართავდ), შესაძლებლობას მისცემს დამოუკიდებელ გარდამავალ მთავრობას, მართოს ტუნისი მომავალ არჩევნებამდე, რომელიც ახალი კონსტიტუციის თანახმად უნდა გაიმართოს. ლარაიედის მთავრობა სამი წლის წინ დიქტატორ ბენ ალის ჩამოგდებს შემდეგ პირველი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იყო. ამბოხებები არაბულ ქვეყნებში ტუნისით დაიწყო. პოლიტიკური კრიზისი ამ ქვეყანაში ოპოზიციურ კანონმდებელზე თავდასხმას მოჰყვა.
XS
SM
MD
LG