Accessibility links

თბილისში მოწყობილმა უსახლკაროთა კარვებმა, შესაძლოა, ადგილმდებარეობა შეიცვალოს


მიუსაფართა დროებითმა თავშესაფარმა შესაძლოა ადგილმდებარეობა შეიცვალოს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, მიუსაფართა თავშესაფარი შესაძლოა ორხევის ტერიტორიაზე მოეწყოს და შესაძლოა ის იყოს „სენდვიჩპანელური“ ნაგებობაც: „არსებული სტატუსი არის ასეთი, რომ დროებით, სწრაფი გადაწყვეტილებით, მოსკოვის გამზირზე შეიქმნა ე.წ. კარვების დასახლება. მოთხოვნილება არის საშუალოდ 200 ადამიანისთვის. ვფიქრობთ, გადაწყობას უფრო ორგანიზებულ ინფრასტრუქტურაზე. შევარჩიეთ ალტერნატიული ფართი, რომლის შეფასებაც მოხდება ექსპერტების მიერ და მოხდება ტერიტორიის მოწყობა", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
XS
SM
MD
LG