Accessibility links

logo-print

პროკურატურა: საჯარო გახდება თანამშრომელთა სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლები


უახლოეს მომავალში საჯარო გახდება პროკურატურის თანამშრომელთა სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლები, - ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც უწყებაში განმარტავენ, თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის ყველა პროცედურა კანონის დაცვით განხორციელდა: "თუ რომელიმე ყოფილი მუშაკი მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დაირღვა, კანონი შესაძლებლობას აძლევს, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, უახლოეს დროში გასაჯაროვდეს ინფორმაცია იმ თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლების შესახებ, რომლებიც მასმედიის საშუალებით ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში გათავისუფლების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით. ამავდროულად გასაჯაროვდება დეტალური ინფორმაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავარ პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში. პროკურატურის ინფორმაციით, 2012 წლის ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში მიღებულია 179 თანამშრომელი, ბოლო პერიოდში კი თანამდებობიდან გათავისუფლდა 12 პროკურორ-გამომძიებელი.
XS
SM
MD
LG