Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არ გადაიხედება ქურდულ სამყაროსთან მიდგომა


კანონიერ ქურდობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსი არ გადაიხედება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა. როგორც პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ ტელეარხებზე გასული სიუჟეტებით დაინტერესდა, სადაც ამის თაობაზე კითხვის ნიშნები შეიმჩნეოდა. პრემიერს თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ კეთდება მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებები და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების პოზიცია ურყევია – ქურდულ სამყაროსთან მიდგომა არ გადაიხედება.
XS
SM
MD
LG