Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი ადამიანი დაიღუპა ავღანეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად


სამი ამერიკელი დაიღუპა ავღანეთში, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. "სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ISAF-ის ორი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა", - ნათქვამია ნატოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მზვერავი თვითმფრინავი MC-12 აღმოსავლეთ ავღანეთში, ღამით, დაზვერვის განხორციელებისას ჩამოვარდა. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის უწყების განცხადებით, ამ დროისთვის არ არსებობს სამხილი, რომ MC-12 მტრის იერიშის შედეგად ჩამოვარდა.
XS
SM
MD
LG