Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკოტიკების გამოყენებისთვის სამსახურიდან დაითხოვეს ორი ამერიკელი სამხედრო


აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი ოფიცერი გაათავისუფლეს სამსახურიდან ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების ბრალდებით. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეტედ პრესი“ წერს, აღნიშნულის შესახებ მათ ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მისი თქმით, საქმე ეხება ორ ოფიცერს, რომლებიც სარაკეტო პოლკში მუშაობენ. ინფორმაცია მონტანიდან ორი ოფიცრის გათავისუფლების თაობაზე ცნობილი გახდა იმ დღეს, როდესაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი მეზობელი ვაიომინგის შტატის სამხედრო ბაზას ეწვია.
XS
SM
MD
LG