Accessibility links

logo-print

ირანის ბირთვული შეთანხმების ტექნიკურ მხარეზე მოლაპარაკება გრძელდება


მოლაპარაკება ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის ნოემბერში მიღწეული შეთანხმების განხორცილების გარშემო გრძელდება. ჟენევაში ერთმანეთს ხვდებიან ირანის, ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლები. მათი მიზანია შეთანხმების რეალიზების დეტალების შემუშავება. შეთანხმება ირანის მხრიდან ბირთვული პროგრამის შეკვეცას და ამის სანაცვლოდ მისთვის საერთაშორისო სანქციების შერბილებას გულისხმობს. ხუთშაბათს გავრცელდა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შეფასება, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება ცხადყოფს შეერთებული შტატების „მტრულ განწყობას“ ისლამური რესპუბლიკის მიმართ. შეთანხმების განხორციელების დეტალები ტელეფონით საუბრისას განიხილეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ.
XS
SM
MD
LG