Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბული: აშშ-ის არმიამ შემთხვევით უდანაშაულო ბიჭი მოკლა


ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელმა, ომარ ზვაკმა უთხრა ჩვენს რადიოს, რომ ოთხშაბათს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა შეცდომით მოკლეს ბიჭი ცუდი ხილვადობის გამო. როიტერსს ნატოს წარმომადგენელმა უთხრა, რომ შემთხვევას გამოიძიებენ და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი თავიდან იქნეს აცილებული. პრეზიდენტ კარზაის წარმომადგენელმა, აიმალ ფაიზიმ განაცხადა, რომ ქაბული გამოვიდა მოწოდებით, შეწყდეს სამხედრო ოპერაციები სახლებსა და სოფლებში, რათა ასეთი მკლელობები თავიდან იქონეს აცილებული. ავღანეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას მერე, რაც ჰამიდ კარზაიამ უარი თქვა ხელი მოეწერა ვაშინგტონთან უსაფრთხოებს სფეროში შეთანხმებაზე.
XS
SM
MD
LG