Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმფრინავის ავარიას ავღანეთში სამი ნატოელი ემსხვერპლა


ნატოს სამი წარმომადგენელი დიღუპა პარასკევს ავღანეთის აღმოსავლეთში ავიაკატასტროფის დროს. კოალიციური ჯარი არ იტყობინება, ზუსტად სად მოხდა ავარია და ვინ არიან დახოცილები. ცნობით, სამიდან ორი სამხედრო იყო, ერთი სამოქალაქო პირი. ამერიკის მედიის თანახმად, სამივე ამერიკის მოქალაქეები იყვნენ. ეს ავარია მოჰყვა ცნობას, რომ კოალიციის შვეულმფრენის კატასტროფა, რომელიც დეკემბერში მოხდა და რომელსაც ექვსი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, მტრის ცეცხცლს შედეგი იყო. ავარიის პერიოდში, დეკემბრის 17-ში, თავდაცვის სამინისტროს წაორმომადგენელმა თქვა, რომ არის მინიშნება იმაზე, რომ მტრის ცეცხლმა ჩამოაგდო შვეულმფრენი.
XS
SM
MD
LG