Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაკის პარკთან სასტუმროს მშენებლობას გარემოს დაცვის მინისტრი გამოეხმაურა


„იმას, რომ მშენებლობა ვაკის პარკის ტერიტორიის მიღმა მიმდინარეობს, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თბილისი მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, იზრდება ტრანსპორტის რაოდენობა, მიმდინარეობს მშენებლობები და შესაბამისად, რეკრეაციულ ზონებსა და გამწვანებას ქალაქისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს” - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ. მისივე თქმით, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ტერიტორიების მიხედვით თბილისი ისედაც დადგენილ სტანდარტს ქვემოთაა. “შესაბამისად, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ იქ, სადაც შესანარჩუნებელია რეკრეაციული ზონები შევინარჩუნოთ, სადაც განსავითარებელია, განვავითაროთ და არა - პირიქით“ - განაცხადა გოგალაძემ. მან აღნიშნა, რომ რაც შეიძლება მეტი გამწვანებული ზონის არსებობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თბილისის მსგავსი დიდი ქალაქების მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ნორმალური ცხოვრებისთვის.
XS
SM
MD
LG