Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი: სოჭის ოლიმპიადის ხარჯები ასტრონომიულია


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შვეიცარელი წევრი თვლის, რომ სოჭის ოლიმპიადისთვის მოსკოვის მიერ გამოცხადებული ხარჯები ასტრონომიულია და ცუდ მაგალითს წარმოადგენს სხვა ქვეყნებისთვის. ჯან-ფრანკო კასპერის თანამხად (ის ამავ დროს სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციას განაგებს), სოჭის ოლიმპიადამ ხარჯების მხრივ შეიძლება გადააჭარბოს და პეკინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც ბევრად უფრო ფართო ასპარეზობაა, ვიდრე ზამთრის ოლიმპიადა. კასპერი აცხადებს, რომ შვეიცარია და საფრანგეთი თავს ნებას ვერ მისცემდნენ, ასეთი ხარჯი გაეღოთ. მისი მონაცემებით, მთელი თანხის, 50 მილიარდი დოლარის, მესამედი კორუპციულ გარიგებებში და სხვა საფინანსო მაქინაციებში წავიდა.
XS
SM
MD
LG