Accessibility links

logo-print

დასავლეთ ერაყში ინტენსიური შეტაკებები გრძელდება


ერაყის უშიშროების ძალები და სუნიტი მეომრები აცხადებენ, რომ დასავლეთში მდებარე ქალაქ რამადიში შეტაკებების შედეგად კონტროლი აღადგინეს ქალაქ რამადის მეტ რაიონზე. ადგილობრივი პოლიციისა და მათი სუნიტი მოკავშირეების ცნობით, მათ რამადის ორ რაიონში დაამარცხეს ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტები, დახოცეს მათი 25-მდე მებრძოლი. ჩვენი რადიოს ერაყული სამსახურის ცნობით, შეტაკებების დროს დაიღუპა ერაყის სპეცდანიშნულების შენაერთის ოთხი წევრიც. ბრძოლების შესახებ იუწყებიან სოფელ ალბუ ბალიდანაც, რომელიც რამადისა და ფალუჯას შორის მდებარეობს. უშიშროების ძალები და მათი სუნიტი მოკავშირეები ცდილობენ მთავრობის მოწინააღმდეგე სუნიტების და ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტების განდევნას ქალაქებიდან რამადიდან და ფალუჯიდან.
XS
SM
MD
LG