Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ სირიაში შეტაკებებმა ასობით ადამიანი შეიწირა


ცნობების თანახმად, ჩრდილოეთ სირიაში განვლილი კვირის განმავლობაში დაიღუპა 500-მდე ადამიანი, ალ-ყაიდის მოკავშირე ისლამისტ ექსტრემისტებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკებების შედეგად. ბრძოლა დაიწყო გასულ პარასკევს, როცა მეამბოხეების რამდენიმე ჯგუფი გაერთიანდა ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტების ბაზებზე იერიშის მისატანად. ეს შეტაკებები მიჩნეულია ყველაზე სერიოზულ დაპირისპირებად სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგეებს შორის მას შემდეგ, რაც სირიაში კონფლიქტი დაიწყო ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის" მონაცემებით, შეტაკებების შედეგად დაიღუპა 482 ადამიანი, მათ შორის 85 სამოქალაქო პირი.
XS
SM
MD
LG