Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ტელევიზია იუწყება ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების დასრულების შესახებ


ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, „უთანხმოების გამომწვევ ყველა პუნქტზე შეთანხმებით“ დასრულდა ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება, რომელიც ირანმა და მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა სახელმწიფო გამართეს. ირანის ტელევიზია ამ ინფორმაციას ავცრელებს ირანის მთავარი მომლაპარაკებლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აბას არაქჩის განცხადებაზე დაყრდნობით. არაქჩის თქმით, „საბოლოო გადაწყვეტილებას მოლაპარაკების მონაწილე ქვეყნების დედაქალაქებში მიიღებენ“. არაქჩი ჟენევაში შეხვდა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის მოადგილე ჰელგა შმიდს. ირანელი დიპლომატი აცხადებს, რომ აღარ არის დაგეგმილი შეხვედრა ექსპერტების დონეზე და ჟენევის მოლაპარაკების მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განცხადებას გააკეთებენ.
XS
SM
MD
LG