Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება პროტესტი საყდრისის ისტორიულ ოქროს საბადოზე


საყდრისის ისტორიულ ოქროს საბადოზე განვითარებული მოვლენები საზოგადოების ნაწილმა შაბათს თბილისში კანცელარიასთან გამართულ აქციაზე გააპროტესტა. აქციაში მონაწილეობენ პროფესორები, მეტალურგიისა და არქეოლოგიის დარგის სპეციალისტები. აქციის მონაწილეები ითხოვენ საყდრისის ტერიტორიაზე სამუშაოები შეწყდეს და იქ სამეცნიერო კვლევები გაგრძელდეს. რამდენიმე აქტივისტმა ასევე სარჩელი შეიტანა საქალაქო სასამართლოში კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ. სასამართლოში შეტანილი ამ სარჩელით ისინი ითხოვენ გაუქმდეს კულტურის მინისტრის ბრძანება, რომლითაც საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიულ ოქროს საბადოს ძეგლის სტატუსი მოეხსნა.
XS
SM
MD
LG