Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ი სოჭის ოლიმპიადის დროს ტერორიზმის საშიშროებაზე აფრთხილებს


პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილა ამერიკის მოქალაქეები ტერორიზმის პოტენციური საფრთხის თაობაზე სოჭის
ოლიმპიადის დროს. თუმცა საგარეო უწყებამ ისიც დასძინა, რომ იგი არ ფლობს განსაკუთრებულ ინფორმაციას, რომ საფრთხე უშულოდ აშშ-ის მოქალაქეებს ემუქრებოდეს. ე.წ. „მოგზაურთა გაფრთხილებაში“, სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ამერიკელებს ზამთრის ოლიმპიური თამაშების განმავლობაში, 7 თებერვლიდან 14 მარტამდე იზრუნონ პირად უსაფრთხოებაზე. რეკომენდაციაში რისკებს შორის ჩამოთვლილია წვრილმანი დანაშაულის საფრთხე, არასათანადო სამედიცინო მკურნალობა და სასტუმროების ნაკლებობა.
XS
SM
MD
LG